სამომხმარებლო სესხები

რა არის სამომხმარებლო სესხი?

სამომხმარებლო კრედიტი გულისხმობს დაფინანსებას სამომხმარებლო საქონლის ან მომსახურების შესაძენად ასევე პირადი საჭიროებების დასაკმაყოფილებლად.

სამომხმარებლო სესხები გაიცემა კონკრეტული საქონლის შესაძენად (მაგ. ელექტრონული ან არაელექტრონული მოწყობილობები, გათბობის ან კონდიცირების აღჭურვილობა, ავეჯი და ა.შ.) ან გარკვეული მომსახურების ხარჯების დაფარვისათვის (სკოლის ან უნივერსიტეტის გადასახადი, მოგზაურობის დაფინანსების ხარჯები და ა.შ.). ამიტომ შესაძლებელია დაგჭირდეთ სესხის მიზნობრიობის ჩვენება და შესაბამისად დოკუმენტების წარდგენა (ქვითრების, ფაქტურების), რომლებიც აღნიშნული საქონლის ან მომსახურების შეძენას ადასტურებს. სამომხმარებლო სესხებში ასევე შედის სესხები მანქანის შესაძენად, რომელთა დამუშავებაც სხვაგვარად მიმდინარეობს, ბაზრის სპეციფიკიდან გამომდინარე.

პერსონალური სესხები

ეს სესხები გაიცემა იმ დოკუმენტების წარმოდგენის მოთხოვნის გარეშე, რომლებიც ადასტურებენ სესხის მიზნობრიობას. ისინი გაიცემა რეგულარული ამორტიზაციის დაფარვებით, ან განახლებადი საკრედიტო ლიმიტების ფორმით.

ამ სესხის ერთ ერთი ფორმაა ოვერდრაფტი, როდესაც ბანკი ამტკიცებს კრედიტის მაქსიმალურ ლიმიტს და კლიენტებს უფლება აქვთ თანხა ნაწილობრივ ან ერთიანად მოხსნან ანგარიშიდან. პროცენტი გამოითვლება დარიცხული დღეების მიხედვით, და მხოლოდ გამოყენებულ თანხაზე.

სამომხმარებლო სესხის მოთხოვნის განაცხადის შევსებისას  უნდა წარადგინოთ შემდეგი დოკუმენტაცია:

  • პირადობის მოწმობის ასლი
  • ზოგიერთმა ბანკმა შეიძლება დამატებითი დოკუმენტაცია მოითხოვოს (სახელფასო უწყისიდან ამონაწერი და ა. შ)

(უმჯობესია სამომხმარებლო სესხის მოთხოვნით მიმართოთ იმ ბანკს სადაც გერიცხებათ ყოველთვიური შემოსავალი, ეს თავიდან აგაცილებთ დამატებითი საბუთების წარდგენის აუცილებლობას და დიდი ალბათობით მიიღებთ უფრო დაბალ საპროცენტო განაკვეთს ვიდრე კონკურენტ ბანკებში)

თანხა და ვადიანობა

სამომხმარებლო სესხის მაქსიმალური ოდენობა დაწესებულია თითოეული ბანკის პოლიტიკითა და თითოეული მსესხებლის კრედიტუნარიანობით.

ფინანსური ინსტიტუტი სამომხმარებლო სესხით დაფინანსებისას ყურადღებას აქცევს განმცხადებლის ასაკს (21-70წ); პირად და ოჯახის შემოსავალს, საკრედიტო ისტორიას, პროფესიას. გარდა ამისა მსესხებლის, თანამსესხებლის, თავდების და მისი საოჯახო მეურნეობის ყოველთვიური გადასახდელებისა და ყოველთვიური წმინდა შემოსავლების თანაფარდობის ქვემოთ წარმოდგენილ საზღვრებს:

სესხებზე ყოველთვიური
გადასახდელები /
ყოველთვიური წმინდა
შემოსავალი-მაქსიმალური
მაჩვენებელი
ყოველთვიური წმინდა
შემოსავლის მოცულობა, GEL
30% 1000 <
35% 1000-2000
40% 2000-4000
45% > 4000

საპროცენტო განაკვეთი

საპროცენტო განაკვეთები ფიქსირებული ან ცვლადია,  გარდა (ოვერდრაფტებისა) ღია სესხებისა, რომელთა საპროცენტო განაკვეთი ყოველთვის ცვლადია და როგორც წესი სხვა პერსონალური სესხების განაკვეთებზე მაღალია.

ყველა სესხი, გარდა ოვერდრაფტებისა, თანაბარი გადახდების სახით იფარება. გარდა ამისა ბანკები კლიენტებს სთავაზობენ ადრეული ნაწილობრივი ან სრული დაფარვის ოფციას, რომელიც როგორც წესი დაკავშირებულია წინსწრების საკომისიო ხარჯთან.

სესხის გადახდა: მსესხებლებმა ყოველთვიური  გადახდებით უნდა დაფარონ თავიანთი სესხი. თითოეული  გადახდა შედგება პროცენტისაგან, რომელიც მიიღება სესხის დაუფარავი ნაწილის გამრავლებით საპროცენტო განაკვეთზე და ამორტიზაციის თანხისაგან (სესხის ძირითადი თანხის ნაწილი) რომელიც თითოეულ გადახდას შეესაბამება. სასესხო ვალდებულების ვადაგადაცილებული დაფარვა კლიენტს გადაუხდელობის პროცენტს აკისრებს.

სესხის მოცულობა 1800
სესხის პროცენტი 15%
პერიოდი (თვე) 12
გადახდის თარიღისესხის საწყისი ბალანსიგადახდაძირი%სესხის საბოლოო ბალანსი
თვე 1 1800 162 140 23 1660
თვე 2 1660 162 142 21 1518
თვე 3 1518 162 143 19 1375

რას უნდა მიაქციოს ყურადღება მომხმარებელმა სამომხმარებლო სესხის აღების დროს?

სამომხმარებლო სესხის გადაუხდელობას სხვადასხვა არასასურველი შედეგი ახლავს:

საკრედიტო რეიტინგის შემცირება

სამომხმარებლო სესხზე ერთი შენატანის გამოტოვებაც კი საკმარისია იმისთვის, რომ თქვენი საკრედიტო რეიტინგი საგრძნობლად შემცირდეს. ამასთან, რაც უფრო დიდხანს გადააცილებთ გადახდის ვადას, მით უფრო დაეცემა თქვენი რეიტინგი. რასაც თავის მხრივ, მოყვება სხვა სესხებზე (მაგ: საკრედიტო ბარათებზე) საპროცენტო განაკვეთის ზრდა.

უზრუნველყოფაში დატოვებული ქონების ჩამორთმევა (უზრუნველყოფილი სესხის შემთხვევაში) , კრედიტ-ოფიცერს შეუძლია მთლიანად ან ნაწილობრივ გამოიყენოს უზრუნველყოფაში გადაცემული ქონება სესხის დასაფარად.

არაუზრუნველყოფლი სესხის შემთხვევაში თუ ვადაგადაცილებული თანხა მნიშვნელოვანია, გამსესხებელი სასამართლოში შეიტანს სარჩელს თქვენს წინააღმდეგ და შეეცდება სასამართლოს გადაწყვეტილებით ამოიღოს სესხის თანხა, თქვენი ან თავდების ქონების იძულებითი წესით გაყიდვით.

ასევე გაითვალისწინეთ, რომ სასამართლოს წესით დასაბრუნებელი თანხა  თქვენ თავდაპირველ სესხზე გიცილებით მეტი იქნება, რადგან სანამ საქმე სასამართლომდე მივა, მას დაემატება ვადაგადაცილების  ჯარიმა სესხის გრაფიკის დარღვევისთვის, იურიდიული ხარჯები და რა თქმა უნდა მიმდინარე პროცენტი.