ავტო სესხები

რა არის ავტო სესხი?

ავტოსესხი წარმოადგენს სამომხმარებლო დაკრედიტების ერთ–ერთ პოპულარულ სახეს, რომელიც ცალკე მიმართულებად ჩამოყალიბდა დაფინანსების ფორმებისა და ზომების ზრდასთან ერთად.

ავტომობილი საკმაოდ ძვირადღირებული შენაძენია და შესაბამისად დაკავშირებულია ფულის ხანგრძლივ დაგროვებასთან, სწორედ ამ მიზეზით არის გამოწვეული ავტოსესხის პოპულარობის ზრდა, რომელიც მსესხებელს ერთის მხრივ შესაძლებლობას აძლევს შეიძინოს სასურველი ავტომობილი დღესვე და მეორეს მხრივ  გააკეთოს არამიზნობრივ ხარჯების ეკონომია.

 ზოგადად ავტოსესხი  არის მიზნობრივი სესხი, რომელიც საშუალებას აძლევს კლიენტს შეიძინოს მისთვის სასურველი როგორც ახალი, ასევე მეორადი ავტომობილი. ქართულ საფინანსო ბაზარზე არსებული თითქმის ყველა ბანკი გასცემს ასეთ ტიპის სესხებს სხვა და სხვა შემოსავლების და სოციალური მდგომარეობის მქონე კლიენტებზე.

ძირითადი მოთხოვნები ავტო–სესხის მისაღებად არის:

  • პოტენციური კლიენტის სრულწლოვანება;
  • მინიმალური შემოსავლის არსებობა;
  • კარგი საკრედიტო ისტორია;
  • თანამონაწილეობა;

წლიური % ავტო სესხზე, მინიმალური ყოველთვიური შემოსავლის მოცულობა და კლიენტის თანამონაწილეობა სასურველი ავტომობილის შესაძენად, განისაზღვრება ინდივიდუალურად კონკრეტული ბანკის მიერ – შესაძენი ავტომობილის ღირებულების, კლიენტის შემოსავლების საერთო ოდენობისა და მისი ბანკთან ურთიერთობის გამოცდილების გათვალისწინებით. ავტოკრედიტის უზრუნველყოფას როგორც წესი შეძენილი ავტომობილი წარმოადგენს და სესხის სრულ დაფარვამდე მასზე ბანკის გირავნობა რჩება. ავტო–კრედიტით სარგებლობის ვადა 1–დან 5 წლამდე მერყეობს. სესხით სარგებლობის პერიოდში ავტომობილი სავალდებულო წესით იზღვევა, დაზღვევის თანხის ოდენობა კი ავტომობილის ღირებულების პირდაპირ პროპორციულია.

დაფინანსების ფორმები

ავტოკრედიტით სარგებლობა შეიძლება როგორც ახალი ასევე მეორადი სატრანსპორტო საშუალების შესყიდვისას, ძირითადად არსებობს დაკრედიტების ორი ფორმა: ავტოსესხი და ავტოლიზინგი

ავტოლიზინგი

ავტოლიზინგი- ფორმით გავს კლასიკური ავტოსესხს. ძირითად განსხვავებას წარმოადგენს ის რომ სესხის დაფარვამდე ავტომობილი რჩება სალიზინგო კომპანიის საკუთრებაში (მის სახელზე) და მსესხებებს გადაეცემა მხოლოდ დავალიანების დაფარვისას.

ავტოსესხი

  1. ექსპრეს ავტოსესხი/ავტოლომბარდი- ყველაზე დიდ უპირატესობას ამ ფორმის ავტოსესხისთვის წარმოადგენს: მინიმალური დოკუმენტების შევსების საჭიროება, სისწრაფე, მცირე ოდენობით პირველადი შენატანი ან მისი საერთოდ არ არსებობა. უარყოფითი მხარე კი სწორედ ზემოთაჩამოთვლილი ფაქტორებიდან გამომდინარე, მსესხებლის დიდი საკრედიტო რისკია, რომელსაც გამსესხებელი იღებს და შესაბამისად ავტოსესხის ეს ფორმა ყველაზე ძვირია (მაღალი საპროცენტო განაკვეთით ხასიათდება).

  2. კლასიკური ავტოსესხი - ამ ტიპის ავტოსესხის გაყოფა შეიძლება ორ ტიპად: პირველი ვარიანტი საბანკო ავტოსესხი, როდესაც მსესხებელი მიმართავს ბანკებს, ეცნობა პირობებს და თანხმობის შემდეგ ავტოსალონში ყიდულობს ავტომობილს საუკეთესო პირობით, მეორე შემთხვევაში კლიენტი ავტოსალონებში სატრანსპორტო საშუალების შერჩევის შემდეგ არკვევს პარტნიორი ბანკების პირობებს და ელოდება სასეხო ხელშეკრულების გაფორმებას საკუთარი მინიმალური მონაწილეობით.

  3. ავტოსესხი პირველადი შენატანის გარეშე - მსგავსად ექსპრეს ავტოსესხისა მოითხოვს მინიმალურ დოკუმენტებს, არ აქვს პირველადი შენატანი, თუცა დაკავშირებულია ყველაზე დიდ ხარჯებთან (საპროცენტო განაკვეთი)

  4. გადახდების გადავადება რამდენიმე თვით - როდესაც ავტოსალონი გაყიდვების ზრდის მიზნით ქმნიან დაკრედიტების ახალ ფორმას. ამ ფორმის უპირატესობას წარმოადგენს მინიმალური ღირებულება (პროცენტი) და საჭირო დოკუმენტები. თუმცა უარყოფით მხარეს წარმოადგენს ის რომ შეზღუდულია მოდელების სახეობები, რომელზეც ამ ტიპის კრედიტები ვრცელდება და პირველადი შენატანის ზომა (მთლიანი ღირებულების 40% მდე)

  5. ძველი ავტომობილის ჩაბარებით მიღებული ავტოკრედიტი. ეს ფორმა მსგავსია კლასიკური ავტოსესხის და ძირითად განსხვავებას წარმოადგენს ის რომ პირველად შენატანის გაქვითვა ხდება ძველი ავტომობილის სალიკვიდაციო ღირებულებით, უარყოფითი მხარეს ამ ფორმის წარმოადგენს ის რომ ძველი ავტომობის შეფასება ხდება 15-20 %-ით დაბალ ფასად საბაზროსთან მიმართებაში

  6. 0%-იანი ავტოსესხი- კლასიკური ავტოსესხის ერთ ერთ ფორმას წარმოადგენს, თუმცა ამ შემთვევაში სესხის პროცენტის შესაბამისი ფასდაკლება ხორციელდება ავტოსალონის მხრიდან, ხშირ შემთხვევაში ღირებულების 10%-მდე და დამოკიდებულია სესხის განგრძლივობაზე.

ავტოსესხისა და ავტოლიზინგი შედარება

ავტოსესხი

დადებითი მხარეუარყოფითი მხარე

ავტომობილი სასესხო ხელშეკრულების გაფორმებისთანავე ეკუთვნის მსესხებელს

შედარებით მცირე პირველადი შენატანი

გადახდის მოქნილი ფორმები

დაკრედიტების მეტი ხანგრძლივობა

მოქნილობა ავტომობილის სერვისში

მუდმივი და სტაბილური შემოსავლის წყაროს აუცილებლობა

დააზღვევა (ხშირ შემთხვევაში სესხებლის ხარჯზე)

დამატებითი საკომისიოების არსებობა

შესაძლებელია საპროცენტო განაკვეთის გაზრდა

ნებისმიერ ცვლილებაზე (ოჯახური პირობების თუ შემოსავლების) ინფორმაცია უნდა მიეწოდოს გამსესხებელს.

ავტოლიზინგი

დადებითი მხარეუარყოფითი მხარე

არ მოითხოვს ბევრ დოკუმენტს

გამსესხებელი იღებს ყველა ხარჯს დაკავშირებულს დაზღვევასთან

ნაკლებია საკომისიო და ჯარიმები

გადაწყვეტილების მიღება ხდება რამდენიმე წუთში

შესაძლებელია გადახდების მოქნილი სისტემის მიღება საჭიროების შემთევაში

შესაძლებელია დიდი პირველადი შენატანის არსებობა

მეტი საპროცენტო ხარჯი ვიდრე ავტოსესხის შემთხვევაში.

სესხის მოკლე ვადა (3 წლამდე)

ავტომობილი იმყოფება გამსესხებელი სალიზინგო კომპანიის საკუთრებაში.

ავტოდაკრედიტების ეტაპები:

  1. სასურველი ავტომობილის და დაფინანსების ფორმის შერჩევა
  2. საჭირო დოკუმენტაციის მოგროვება
  3. ავტომობილის შესყიდვის კონტრაქტის გაფორმება
  4. პირველადი შენატანის გადახდა
  5. გამყიდველი გადასცემს ფინანსურ ინსიტუტს კონტრაქტის ასლს და კრედიტის მოცულობაზე ინფორმაციას.
  6. მსესხებელი აფორმებს სავალდებულო დაზღვევის კონტაქტს სადაზღვევო კომპანიასთან
  7. ბანკთან ფორმება კრედიტის ხელშეკრულება
  8. ბანკიდან თანხა ირიცხება ავტოსალონში
  9. მსესხებელი იღებს ავტომობილს სასეხო ხელშეკრულების პირობების თანახმად და იფორმებს მას თავის სახელზე.
  10. გადახდა ხორციელდება ყოველთვიური შენატანებით კონტაქტიდან გამომდინარე