ონლაინ სესხები

რა არის ონლაინ სესხი?

ონლაინ სესხის საშუალებით მომხმარებელს სახლიდან გაუსვლელად, ინტერნეტის დახმარებით შეუძლია კრედიტის აღება. სესხის აღებისას არ მოითხოვება დამატებით დოკუმენტაციის შეგროვება (ამონაწერი საბანკო ანგარიშიდან, ხელფასის ცნობა) და სწორედ  ამიტომ ონლაინ სესხები მოთხოვნადი პროდუქტი გახდა. უამრავი ონლაინ გამსესხებელი მომხმარებელს სთავაზობს სესხებს სხვადასხვა ვადებით და გადახდის პირობებით. ონლაინ სესხის გაცემისას გამსესხებელი ამოწმებს მხოლოდ პოტენციური მსესხებლის საკრედიტო ისტორიას, არ თხოვს დამატებით დოკუმენტალურ დადასტურებას და სწორედ ამიტომ სესხის ეს ფორმა ყველაზე დიდ რისკებთა არის დაკავშირებული რაც იწვევს მაღალ საპროცენტო განაკვეთებს. ამ სესხით სარგებლობა მიზანშეწონილია მოკლე ვადებით, მხოლოდ აუცილებელი ხარჯების დასაფარად, რადგან გრძელ პერიოდში საკმაოდ დიდ საპროცენტო ხარჯებთან არის დაკავშირებული.

საბანკო სესხებთან შედარებით, ონლაინ სესხის აღება  ხდება მარტივი სარეგისტრაციო ფორმის შევსებით და სწორედ ეს წარმოადგენს დაფინანსების ამ ფორმის მთავარ უპირატესობას, რადგან ბანკებში სამომხმარებლო სესხის დამტკიცება შეიძლება რამდენმე დღე და კვირაც კი გაგრძელდეს მაშინ როდესაც ონლაინ სესხზე შევსებულ განაცხადზე პასუხს მსესხებელი მომენტალურად (15 წუთამდე) იღებს.

ონლაინ სესხით სარგებლობის პერიოდი მცირეა. ძირითად შემთხვევაში 30 დღემდე, თუმცა არსებობს გამონაკლისებიც (2 წლამდე ვადით)  ხოლო თანხის ოდენობა 50-დან 3000 ლარამდე მერყეობს. ასაკობრივი ზღვარი კომპანიების მიხედვით განსხვავებულია. თუმცა ხშირ შემთხვევაში 20-დან 65 წლამდე მერყეობს.  ონლაინ სესხი ძვირი პროდუქტია და სასურველია მომხმარებელმა სესხის თანხა სწრაფად დაფაროს. ონლაინ სესხს ხელფასამდე სესხსაც ეძახიან, ვინაიდან მომხმარებელი მას გადაუდებელი აუცილებლობისას იღებს და ხელფასის აღებისთანავე ფარავს.

ონლაინ სესხით დაინტერესებული მომხმარებელი ავსებს სესხის აპლიკაციის ფორმას კომპანიის ვებ-გვერდზე. უთითებს თავის პირად მონაცემებს და ანგარიშის ნომერს, რომელზეც სესხის თანხა დაერიცხება. დადებითი გადაწყვეტილების შემთხვევაში, მომხმარებელი სასურველ თანხას მაქსიმუმ 15 წუთში იღებს. საბანკო სესხებისგან განსხვავებით, ონლაინ სესხის ასაღებად არ არის საჭირო ხელფასის ცნობის წარდგენა, თავდებობა ან კომპანიაში მისვლა, დამფინანსებელი კომპანია ამოწმებს მხოლოს სარედიტო რეიტინგს.

ონლაინ სესხის გამცემი კომპანიები სესხის საპროცენტო განაკვეთზე არაფერს ამბობენ რადგან ამ სესხებზე საპროცენტო განაკვეთი საბანკოს სესხთან მიმართებაში რამდენჯერმე მეტია, სესხის გაცემის საკომისიოც ასევე მნიშვნელოვან ხარჯს წარმოადგენს.

ონლაინ მსესხებლები მომხმარებლებს, რომელებიც ვერ ახერხებენ სესხის გადახდას, ონლაინ სესხის გადავადების სერვისსაც სთავაზობენ. თუ ვერ ახერხებთ სესხის დროულად გადახდას, დაუკავშირდით კომპანიას, რათა თავიდან აიცილოთ ჯარიმის გადახდა და საკრედიტო ისტორიის გაფუჭება.

ონლაინ მსესხებელი კომპანიები ხშირ შემთხვევაში საკრედიტო პორტფელებს ყიდიან ე.წ პრობლემური აქტივების მართვის კომპანიებს“ რომლებიც აგრძელებენ მსესხებლებთან კომუნიკაციას, ძირითადად ტელეფონის საშუალებით.

ონლაინ სესხების ფორმები:

საბანკო ონლაინ სესხი- ქართული ბანკები მომხმარებლებს სთავაზობენ ამ ტიპის სესხებს (მაგ. ექსპრეს სესხი), ყურადღება უნდა მიაქციოთ სესხის სპეციალურ კალკულატორებს სადაც მიიღებთ ინფორმაციას არჩეული თანხისა და ვადიდან გამომდინარე გადასახდელი სესხის პროცენტის და საკომისიოების შესახებ.

ონლაინ სესხი www.credico.ge-ზე - მომხმარებლის მიერ შევსებული განაცხადის საფუძველზე www.credico.ge -ზე ტარდება სესხების აუქციონი, და მომხმარებელი იღებს ინფორმაციას სხვადასხვა ფინანური ინსიტუტების (ბანკები, მიკროსაფინანსო ორგანიზაზიები, ონლაინ სესხების კომპანიები) შემოთავაზებების შესახებ, აკეთებს საბოლოო არჩევანს და იღებს სესხს სახლიდან გაუსვლელად საუკეთესო პირობებით.

სესხის მიღება ონლაინ გამსესხებელი კომპანიებისგან შესაძლებელია საიტებზე აპლიკაციების შევსებით, ყურადღება უნდა მიაქციოთ სესხის სპეციალურ კალკულატორებს სადაც მიიღებთ ინფორმაციას არჩეული თანხისა და ვადიდან გამომდინარე გადასახდელი სესხის პროცენტის და საკომისიოების შესახებ.

სესხი ონლაინ შოპინგისთვის- შედარებით ახალი პროდუქტია, რომელიც შესაძლებლობას აძლევს მოხმარებლებს მიიღონ სხვადასხვა ონლაინ მაღაზიებიდან (როგორც ადგილობრივი ასევე საერთაშორისო) შესყიდული პროდუქციის დაფინანსება, ამ შემთხვევში დამფინანსებელს უნდა მიაწოდოთ ინფორმაცია შესასყიდ პროდუქტზე. აღსანიშნავია რომ თანხის გადარიცხვა ხორციელდება პირდაპირ გამყიდველის და არა მსესხებელის საბანკო ანგარიშზე.