საკრედიტო ხაზი

რა არის საკრედიტო ხაზი?

ქართული ბანკები 15 წელზე მეტია სთავაზობენ მსხვილ კლიენტებს საკრედიტო ხაზს ან ოვერდრაფტს საბრუნავი კაპიტალის მოთხოვნის შესასვსებად, ბოლო წლებში ამ პროდუქტის უპირატესობა გაიაზრა საშუალო და მცირე ბიზნესმაც შესაბამისად გაიზარდა მოთხოვნა ბიზნეს საკრედიტო ხაზზე და ოვერდრაფტზე. გარდა მოქნილობისა, ეფექტური გამოყენების შემთხვევაში ეს პროდუქტები საშუალებას იძლევა საპროცენტო ხარჯი მნიშვნელოვნად შევამციროთ, ამის მიზეზი კი არის ის, რომ კლიენტს ნებისმიერ წუთას შეუძლია შეამციროს ან აითვისოს სასეხო რესურსი, საპროცენტო ხარჯი კი ერიცხება მხოლოდ დამტკიცებული ლიმიტის ათვისებულ ნაწილს. ბიზნესს ყოველდღიურად შეუძლია მიმართოს თავისუფალი ფულადი სახსრები ნაშთის შესამცირებლად, ისე რომ არ გაზარდოს ლიკვიდობის რისკი, რადგან ამავე თანხების აღება მას ნებისმიერ დღეს შეუძლია.

ფირმის ტიპიური ოპერაციები

ტიპიური ფირმის ოპერაცია შეიძლება დაიყოს შემდეგ სტადიებად:

  • ნედლეულის შესყიდვა ნაწილობრივ ფულით და ნაწილობრივ კრედიტით;
  • ნედლეულის გარდაქმნა პროდუქტად;
  • პროდუქციის დასაწყობება;
  • პროდუქტის გაყიდვა ნაწილობრივ ფულით და ნაწილობრივ კრედიტით

 

ჩვეულებრივ, პროდუქციის მწარმოებელი ყველა ფირმა  გადის ნებისმიერ ამ სტადიას. ეს ნიშნავს, რომ ფირმამ ყოველთვის უნდა მიმართოს  ფულადი რესურსი პროდუქციის შეძენა, შენახვა, გარდაქმნისკენ და თავისი კლიენტებისათვის კრედიტის გასაზრდელად. ამავე დროს, იგი სარგებლობს მისი მომწოდებლებისაგან გაზრდილი კრედიტით. ყველა ზომის კომპანიის ფულადი ნაკადების მოძრაობა საჭიროებს დამატებით მხარდაჭერას სხვა წყაროებიდან (საკუთარი კაპიტალი, სესხები, საკრედიტო ხაზი).

რას ნიშნავს საბრუნავი კაპიტალი.

კომპანიის მიმდინარე აქტივები შეიცავს კომპანიის საბრუნავ კაპიტალს, სხვა სიტყვებით, თანხებს, რომელიც საჭიროა კომპანიის საწარმო/სავაჭრო ნაკადების ოპერაციებისათვის და გაყიდვების განსახორციელებლად. კომპანიის მიმდინარე აქტივები თუ საბრუნავი კაპიტალი ფინანსდება მისი ვალდებულებებიდან, ისეთი როგორიცაა მომწოდებლის კრედიტი, ოვერდრაფტი, მოკლევადიანი კრედიტი და სხვა.

განსხვავება მიმდინარე აქტივებსა და კომერციულ ვალდებულებებს შორის, (ანუ ვალდებულებები მომწოდებლებისადმი), წარმოადგენს კომპანიის წმინდა საბრუნავ კაპიტალს.

წარმოება-ვაჭრობის ოპერაციები ჩვეულებრივ შეუძლებელია, სრულად დაფარული იქნას კომპანიის მფლობელების კაპიტალით, ამას მივყავართ ფინანსური რესურსების უკმარისობასთან, რომელიც უნდა დაიფაროს  მოკლევადიანი სესხების საშუალებით.

კომპანიის საბრუნავი კაპიტალის მოთხოვნათა განსაზღვრა

კომპანიის საბრუნავი კაპიტალის მოთხოვნათა განსაზღვრა მიზანშეწონილია  სესხის, როგორც რაოდენობის, ასევე ვადიანობის ოპტიმალურად შერჩევისთვის.

საბრუნავი კაპიტალის მოთხოვნის განმსაზღვრელი ფაქტორები  შემდეგია:

კომპანიის საქმიანობათა ბუნება და სახეები

როდესაც პროდუქციის ბრუნვის ციკლის ხანგრძლივობა დიდია, მაგ. ბინათმშენებლობა, კომპანია მოითხოვს გაზრდილ საბრუნავ კაპიტალს.

გაყიდვების ღირებულება და ვადები

თუ კომპანია ჩვეულებრივ იცდის 10-15 თვე დებიტორული დავალიანებების მისაღებად და მთლიანი მოგება ფარავს საბანკო კრედიტის პროცენტსაც, მიზანშეწონილია მივმართოთ ბანკს საბრუნავი კაპიტალის სესხის მისაღებად.

სეზონურობა

სასტუმრო საჭიროებს საბრუნავ კაპიტალს თებერვალში, მარტსა და აპრილში, რათა მოემზადოს სტუმრების მისაღებად ზაფხულის განმავლობაში. ე.ი. კომპანიას ესაჭიროება საბრუნავი კაპიტალი გაზაფხულზე და იგი შეძლებს მის გადახდას ზაფხულის განმავლობაში.

სასაქონლო-მატერიალური მარაგების ბრუნვის კოეფიციენტი

სასაწყობო მარაგების ნებისმიერი შეფერხებას თუ ამოწურვას, პირდაპირი ზეგავლენა აქვს საბრუნავი კაპიტალის დამატებით ზრდაზე.

ანგარიშსწორების პირობები მომწოდებლებთან და მომხმარებლებთან (კრედიტორული დავალიანება)

ეს კომპონენტი საბრუნავი კაპიტალის მოთხოვნის ერთ-ერთი ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი განმსაზღვრელია. კომპანია რომელიც ყიდულობს ფულით და ყიდის კრედიტით საჭიროებს მეტ საბრუნავ კაპიტალს, რათა გაუმკლავდეს სავაჭრო ბრუნვით წარმოქმნილ პრობლემებს.

გაყიდვების დავალიანებ

საკმაოდ ხშირად, შეთანხმებით განსაზღვრული პირობების, ან კომპანიის მიერ დებიტორული დავალიანების მისაღებად გადადგმული არამეთოდური ნაბიჯების გამო, კომპანია აღმოჩნდება პრობლემის წინაშე და ცდილობს მის გადაჭრას საბანკო დაფინანსების გზით.

 

საბრუნავი კაპიტალის დაფინანსების ფორმები

  1. ერთჯერადი დაფინანსება
  2. ოვერდრაფტი ან საკრედიტო ხაზი

 

საბრუნავი კაპიტალის ერთჯერადი დაფინანსება

 

ერთჯერადი დაფინანსება განკუთვნილია სპეციალური ან ექსტრაორდინალურ ბიზნეს საჭიროებათა დასაფინანსებლად, ისეთების როგორიცაა, კონკრეტული დავალების შესრულება ან ექსტრაორდინალური საგადასახადო ვალდებულების დაფარვა. მისი ვადიანობა ბანკის მიერ ფირმის ფულადი სახსრების ნაკადებთან დაკავშირებული პროგრამისა და საჭიროებების დაფარვათა მიხედვით განისაზღვრება, ჩვეულებრივ მოკლევადიანია და რამოდენიმე დღიდან ერთ წლამდე მერყეობს.

საკრედიტო ხაზი

 

საკრედიტო ხაზით დაფინანსება გამოიყენება საბრუნავი კაპიტალის პერმანენტული მოთხოვნების დასაფარავად, რომელიც კომპანიის წარმოებისა და ვაჭრობის ნაკადების ბრუნვათა ბუნების შედეგია. დგინდება მისაღები თანხის (საკრედიტო ხაზის) ლიმიტი, რომელსაც მსესხებელი საჭიროებათა დასაფარავად გამოიყენებს. შემდგომში მსესხებელი ვალდებულია გადაიხადოს გამოყენებული თანხის პროცენტი შესაბამის ვადებში; როგორც წესი საკრედიტო ხაზი მოკლე ვადით განისაზღვრება, რომლის გასვლის შემდეგ ფინანსური ინსტიტუტები ხელახლა ამოწმებენ კლიენტის ინფორმაციას, ისევე როგორც კრედიტის შესაძლებლობის მიზანშეწონილობას, მომავალი პერიოდისთვის ახალი ლიმიტის განსაზღვრის მიზნით. იმის გამო რომ  არ არის საჭირო ყოველი გადარიცხვისას კლიენტის ინფორმაციის გადამოწმებისა და დადასტურების  პროცედურების გამეორება. მათი მოქნილობის გამო, ოვერდრაფტები საკმაოდ პოპულარულია კლიენტებში და შეადგენენ სამუშაო კაპიტალის დაფინანსების ყველაზე უფრო გავრცელებულ ფორმას. შესაძლებელია, რომ ფინანსური შედეგების პროპორციულად კლიენტებს გაუზარდოთ ან შეუმცირდეს საკრედიტო ხაზის ლიმიტები.